ისრაელის საგარეო უწყება - ისრაელი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, საკუთარ კანონებს იღებს, წარმოუდგენელია, მაგრამ ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გაერთიანება სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა.
მათივე თქმით, ევროკავშირის ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.
„ისრაელი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, საკუთარ კანონებს იღებს. წარმოუდგენელია, მაგრამ ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა. ისრაელი მსოფლიოში უპრეცედენტო მასშტაბის მკვლელობებსა და სასტიკ ტერორიზმს აწყდება. ისრაელის კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას, ხოლო შემოთავაზებული ახალი კანონის მიხედვით, მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოებზეა დამოკიდებული. ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები: როგორც ყოველთვის, ევროკავშირი აკვიატებულად გამოყოფს ისრაელს – ჩვენ არ გვინახავს მსგავსი განცხადებები სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ინდოეთში, ეგვიპტეში ან სხვა ქვეყნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ევროკავშირმა ისრაელს მოუწოდა, სიკვდილით დასჯის შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს.
„ისრაელის პარლამენტის მიერ სიკვდილით დასჯის შესახებ კანონპროექტის დამტკიცება სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირი ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას ყველა შემთხვევაში და ყველა გარემოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, დაიცვას თავისი წინა პრინციპული პოზიცია“, – ნათქვამია განცხადებაში.