ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. შესაბამის განცხადებას ისრაელის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

სამინისტრო ტრაგიკული შემთხვევის დროს დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ისრაელი უსამძიმრებს საქართველოში შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ოაჯხებს. ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯამრთელებას ყველა დაშავებულს“, -ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.