ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დუბაიში დაგეგმილი ვიზიტი უსაფრთხოების გამო გადადო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დუბაიში დაგეგმილი ვიზიტი უსაფრთხოების გამო გადადო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დუბაიში დაგეგმილი ვიზიტი უსაფრთხოების გამო გადადო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ისრაელ კაცი დუბაიში „ექსპო დუბაის“ უნდა დასწრებოდა, რომელიც იანვრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როდის შედგება მინისტრის ვიზიტი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ, რაც ირანმა ერაყში ამერიკის ბაზებზე იერიში მიიტანა, თეირანში გაისმა მუქარა, რომ თუ ამერიკა ირანს საპასუხო იერიშით უპასუხებდა, მაშინ ირანი ისრაელსა და დუბაიზე განახორციელებდა იერიშს.