ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, იარი ლაპიდი აბუ-დაბიში ისრაელის საელჩოს და დუბაიში ისრაელის გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიას დაესწრება. გარდა ამისა, ლაპიდი „Expo 2020 Dubai” მსოფლიო გამოფენისთვის მომზადებულ ადგილს ეწვევა.

დუბაიში მსოფლიო გამოფენა მიმდინარე წლის ოქტომერშია დაგეგმილი, სადაც ისრაელს საკუთარი პავილიონი ექნება.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინთან, სუდანთან და მაროკოსთან ერთად, ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება გასულ წელს დაიწყო, როდესაც ხელი მოეწერა ე.წ. „აბრაამის შეთანხმებას“. შეთანხმების მიღწევაში დიდი როლი ითამაშა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ და ის ირანის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიულ გადაწყობას ისახავს მიზნად.

დატოვე კომენტარი