ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელი სირიასა და ლიბანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებითაა დაინტერესებული
ისრაელი სირიასა და ლიბანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.
ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს ისრაელის მიერ გოლანის მაღლობებზე კონტროლის გაგრძელებას.
„სამშვიდობო შეთანხმების ან სირიასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესაძლებლობა თუ არსებობს, მხოლოდ იმ პირობით, რომ გოლანის მაღლობები ჩვენს ხელში დარჩება – ეს იქნება დადებითი ნაბიჯი ისრაელის მომავლისთვის“, – აღნიშნა გიდეონ საარმა.
გოლანის მაღლობები სირიის დედაქალაქ დამასკოდან 40 კილომეტრში მდებარეობს. რეგიონის ფართობი დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრია.