ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ​ი – მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარების საშუალება არ უნდა მისცეს

16:52, 09.09.2021
Israel's opposition leader Yair Lapid is pictured during an interview with Agence France-Presse (AFP)at his office in the Knesset, Israel's parliament, in Jerusalem, on September 14, 2020. - Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu has "no intention" of discussing peace with the Palestinians, Lapid told AFP ahead of the signing of landmark deals with the UAE and Bahrain. (Photo by Emmanuel DUNAND / AFP)

მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაზე უარი უნდა ათქმევინოს, – აღნიშნულის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იარი ლაპიდმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა. იარი ლაპიდი რუსეთში იმყოფება ვიზიტით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად.

მისი თქმით, რეგიონის, მათ შორის სირიის, უსაფრთხოება და სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ვიდრე ირანია წარმოდგენილი რეგიონში, რადგან ირანი ტერორის ნომერი პირველი ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში.

ლაპიდის თქმით, ირანისადმი მსოფლიოს გზავნილი მკაფიო და ნათელი უნდა იყოს და ირანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბირთვული შესაძლებლობების განვითარება პრობლემას წარმოადგენს არა მარტო ისრაელისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

მისი თქმით, მსოფლიო ყველანაირად უნდა ეცადოს და ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარების საშუალება არ უნდა მისცეს, მაგრამ თუ მსოფლიო ამას არ გააკეთებს, მაშინ ისრაელი უფლებას იტოვებს, იმოქმედოს და არ მისცეს ირანს ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

მსგავსი