ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან 15 ისრაელელი დაიღუპა

08:55, 16.03.2026

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის, „მაგენ დავიდ ადომის“ ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან 15 ისრაელელი დაიღუპა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვირას 69 ადამიანი – მსუბუქად, ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა.

მათივე ცნობით, კონფლიქტის განმავლობაში, 900-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ხუთმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

მსგავსი