ისრაელის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 17 დაშავებულს გაუწიეს დახმარება, ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 17 დაშავებულს გაუწიეს დახმარება, ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, ირანის მიერ ისრაელის მისამართით გაშვებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 17 დაშავებულს გაუწიეს სამედიცინო დახმარება და მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია. მათივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორის მდგომარეობა მძიმეა, ორს კი საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.

ამასთან, ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. ცალკეული საავადმყოფოებიდან დაშავებულთა შესახებ ვრცელდება ცნობები.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, თელ ავივის სამ საავადმყოფოში აღრიცხულია 40 დაშავებული პაციენტი, რომელთა ნაწილის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს საგანგებო სიტუაციების სამსახურს.