ისრაელის საელჩო შატილის გზაზე 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
ისრაელის საელჩო შატილის გზაზე 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ისრაელის საელჩო შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ყველას, ვინც ახლობელი დაკარგა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს სამძიმრის ტექსტში.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.