ისრაელის საელჩო პალესტინის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ისრაელის საელჩო პალესტინის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ისრაელი უარყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას პალესტინის საქმეზე იურისდიქციის თაობაზე, – ამის შესახებ ისრაელის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ისრაელი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC – International Criminal Court) წევრი და არ ეთანხმება მის იურისდიქციას.

„მხოლოდ სუვერენულ სახელმწიფოებს შეუძლიათ იურისდიქციის გადაცემა სასამართლოსთვის, ხოლო პალესტინის სახელმწიფო არ არსებობს და არც არასდროს უარსებია. ჰააგის სასამართლო შეიქმნა იმისთვის, რომ დაპირისპირებოდა იმ მასობრივ სისასტიკეს, რომელიც ძირეულად მიუღებელია კაცობრიობისთვის, და არა დამოუკიდებელი და ეფექტური სამართლებრივი სისტემების მქონე დემოკრატიული ქვეყნების დევნისათვის. ამ გადაწყვეტილებით სასამართლო, სამწუხაროდ, დაექვემდებარა პოლიტიზირებას, დაარღვია მანდატი და იმ საკითხების მცდარი გადაწყვეტით, რომლებზეც მას არა აქვს უფლებამოსილება, და რომლებიც მხარეების შეთანხმების თანახმად პირდაპირი მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარებულიყო, უფლება მისცა, ჩაერთოთ პოლიტიკურ კონფლიქტში.

ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ არამარტო სერიოზულად დააზიანა საკუთარი ლეგიტიმურობა, არამედ ხელი შეუწყო მხარეებს შორის პოლარიზაციას, რამაც ისინი  უფრო დააშორდა დიალოგისგან, რომელიც ასე აუცილებელია მათ შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად. და ეს მოხდა, პროგრესის შესაძლეძლებლობის იშვიათ მომენტში, რაც შეიქმნა რეგიონში ბოლოდროინდელი ისტორიული მნიშვნელობის, ნორმალიზაციისკენ მიმართული ხელშეკრულებებით და ისრაელ-პალესტინის კოორდინაციის განახლებით. უცხო სასამართლოს მხრიდან ამ დაუსაბუთებელმა ჩარევამ წაახალისა პალესტინის უარი მოლაპარაკებების განახლებაზე, ხელსაყრელი აღმოჩნდა ექსრემიტებისთვის და სასამართლო  ანტისრაელის პროპაგანდის იარაღად აქცია.

ისრაელი არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ერთგულია კანონის უზენაესობის და საერთაშორისო სამართლის. ისრაელი მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა დაიცვას თავისი მოქალაქეები და ჯარისკაცები სასამართლოს მიერ მიღებული ამ არაკანონიერი გადაწყვეტილებისგან, რომელმაც გამოააშკარავა, რომ იგი პოლიტიკური ორგანოა და არა სასამართლო ინსტიტუტი.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, ვისთვისაც ღირებულია საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა და ცდილობს, დაიცვას იგი პოლიტიზირებისაგან, შეეწინააღმდეგოს ამ გადაწყვეტილებას და უარი თქვას ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე“, – აღნიშნულია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.