ისრაელის რამდენიმე ქალაქში ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
ისრაელის რამდენიმე ქალაქში ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ისრაელის რამდენიმე ქალაქში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, იერუსალიმში აქციის მონაწილეები ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი კორონავირუსთან ბრძოლას თავს ვერ ართმევს.

აქციის მონაწილეები მოქმედ პრემიერს ასევე კორუფციაში ადანაშაულებენ.

ისრაელში გასულ კვირას მთავრობის მიერ მიღებული კანონიც გააპროტესტეს, რომელიც აქციის მონაწილეთა განცხადებით, პანდემიის პირობებში ხელისუფლებას განსაკუთრებულ ძალაუფლებას ანიჭებს.

ისრაელში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 60 ათასს გადააჭარბა.