ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

15:48, 30.12.2020

ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იარივ ლევინი არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

„მოხარული ვარ, მოგილოცოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა. გისურვებთ წარმატებებს საქართველოს პარლამენტის და ქართველი ხალხის სასიკეთოდ. უკანასკნელ წლებში ჩვენ ერებს შორის კავშირები იზრდება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, უფრო მტკიცე ხდება პარლამენტებს შორის თანამშრომლობა. იმედია, უახლოეს პერიოდში გვექნება პირადად შეხვედრის, არსებული კავშირების გაღრმავების და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ახალი პარტნიორობების განვითარების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს ქნესეთის თავმჯდომარე.

მსგავსი