ისრაელის ქალაქებში არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება გრძელდება, პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა
ისრაელის ქალაქებში არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება გრძელდება, პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა

ისრაელის ქალაქებში არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ არეულობის ათობით მონაწილე დააკავა.

ქალაქ ხაიფას მახლობლად მდებარე დასახლება მუსმუსში სამართალდამცველებმა 11 ადგილობრივი დააკავეს. პოლიცია აცხადებს, რომ არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, თუმცა არ კონკრეტდება, თუ რა საშუალებები.

პოლიციის განცხადებით, დანით შეიარაღებული ორი ადამიანია დაკავებული თელ ავივში, ბეერ-შევაში კი სამართალდამცველებმა 13 პირი დააკავეს. ისინი სხვადასხვა სახის ხელნაკეთი იარაღით იყვნენ აღჭურვილნი.