ისრაელის ქალაქ რეჰოვოტში სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა
ისრაელის ქალაქ რეჰოვოტში სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმა სდოტ ნეგევის რეგიონული საბჭოს ერთ-ერთ ქალაქშიც განხორციელდა. არიან დაშავებულებიც.
მომხდარს გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც.
„ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყონებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, რომელიც დაასრულებს ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ღაზაში და ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე სარაკეტო სროლებს, რაც მიუღებელია. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი უნდა იყოს დაცული“, – აღნიშნა ბორელმა განცხადებაში.
გასულ კვირას ისრაელის მხრიდან ღაზაში განხორციელებულ დარტყმებს „ისლამური ჯიჰადისა“ და ჰამასის მხრიდან საპასუხო ზომების შესახებ მუქარა მოჰყვა. ისრაელმა მოახლოებული სავარაუდო შეტევის მოლოდინის გამო ღაზას მახლობლად მდებარე ისრაელის ქალაქებში გზები ჩაკეტა, ასევე მცხოვრებლებს დაბომბვისგან დასაცავ თავშესაფრებთან ახლოს ყოფნა დაავალა.