ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში თავდამსხმელმა ხუთი ადამიანი მოკლა
ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში თავდამსხმელმა ხუთი ადამიანი მოკლა

ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის მედიასაშუალებებმა ვიდეომასალა გაავრცელეს, სადაც ჩანს შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს ქუჩაში ხალხს უმიზნებდა და ისროდა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი 26 წლის დია ჰამარშეჰიმია. როგორც მედია იუწყება, ის პოლიციამ ადგილზე მოკლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დია ჰამარშეჰიმი ბნეი-ბრაკში მუშაობდა და მცირე ვადით ციხეშიც იხდიდა სასჯელს.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

„ისრაელი არაბული ტერორიზმის სასიკვდილო ტალღის წინაშე დგას“, – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.