ისრაელის ქალაქ ბერშევაში დანით შეიარაღებული მამაკაცი ავტობუსების ცენტრალურ სადგურში ადგილობრივ მცხოვრებს დაესხა თავს
ისრაელის ქალაქ ბერშევაში დანით შეიარაღებული მამაკაცი ავტობუსების ცენტრალურ სადგურში ადგილობრივ მცხოვრებს დაესხა თავს

ისრაელის ქალაქ ბერშევაში დანით შეიარაღებული მამაკაცი ავტობუსების ცენტრალურ სადგურში ადგილობრივ მცხოვრებს დაესხა თავს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი.

ცნობილი გახდა, რომ დაშავებული მამაკაცი ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერია. თავდამსხმელს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.

ისრაელის პოლიციამ ინციდენტი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელი ბედუინთა ქალაქ რაჰათში ცხოვრობდა.