ისრაელის ქალაქ ბეერ შევაში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

09:16, 24.06.2025

ისრაელსა და ირანს შორის იერიშები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ისრაელის ქალაქ ბეერ შევაში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ექვსი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის ისრაელში უკვე სიმშვიდეა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოსახლეობას თავშესაფრის დატოვება უკვე შეუძლია.

მსგავსი