ისრაელის პრეზიდენტმა შოთა მუსაევი დააჯილდოვა – „ქართულ საზოგადოებაში შოთა არის კაცობრიობის უდიდესი პოეტის, რუსთაველის სახელი, სხვადასხვა მიზეზის გამო მის პოეზიაზე გავიზარდე“

19:30, 08.10.2026

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა.

დაჯილდოებისას ჰერცოგმა შოთა მუსაევის სახელზე გაამახვილა ყურადღება.

„მათთვის, ვინც არ იცის, ქართულ საზოგადოებაში შოთა არის რუსთაველის სახელი, ერთ-ერთი უდიდესი პოეტის, რომელიც კაცობრიობას ჰყოლია. სხვადასხვა მიზეზის გამო მე მის პოეზიაზე გავიზარდე“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯილდო ასევე გადასცა ტალი მანესს, ცვიკა მანესს, იანივ ჰაიუნს, ასაფ რაჯუანსა და ორ პარდილოვს.

ცერემონიაზე აღინიშნა, რომ შოთა მუსაევს სამოქალაქო გმირობის ჯილდო „ფლაიდუბაის“ თვითმფრინავში 174 მგზავრის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

„მუსაევი თავდამსხმელის გასანეიტრალებლად მოქმედ მგზავრებს შეუერთდა და დაშავებულ პილოტს, რომელსაც ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა“, – განაცხადეს დაჯილდოების ცერემონიაზე.

მსგავსი