ისრაელის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა
ისრაელის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

ისრაელის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოებას, ეკონომიკას და საზოგადოებას საფრთხე ემუქრება.

„მთელი ისრაელი გიყურებთ. მთელი ებრაელი ხალხი გიყურებთ. მთელი მსოფლიო გიყურებთ. ისრაელის ხალხთან ერთიანობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკისრებულია, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ეს არ არის პოლიტიკური მომენტი, ეს არის ლიდერობის და პასუხისმგებლობის მომენტი“, – განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.

ამ თვის დასაწყისში ისრაელის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა წინადადება სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც ქვეყნის ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს, მაგრამ მმართველმა კოალიციამ უარყო.