ისრაელის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა
ისრაელის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა

ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა.

ისრაელის პრეზიდენტმა შესაბამისი კანდიდატის არჩევის პრობლემაზე ისაუბრა.

რუვენ რივლინის თქმით, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის მიუხედავად, ქვეყნის კანონის შესაბამისად, ბრალდებულ პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილების გაგრძელება შეუძლია. „ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება“, – განაცხადა რივლინმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს. ისრაელში ბოლო ორ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები მეოთხედ ჩატარდა, თუმცა უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო.

დატოვე კომენტარი