ისრაელის პრეზიდენტმა ქნესეთს კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის სამკვირიანი ვადა მისცა
ისრაელის პრეზიდენტმა ქნესეთს კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის სამკვირიანი ვადა მისცა

ისრაელის პრეზიდენტმა ქნესეთს კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის სამკვირიანი ვადა მისცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება რუვენ რივლინმა მას შემდეგ მიიღო, რაც კოალიციის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები წარუმატებლად დაასრულეს, როგორც მოქმედმა პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ასევე მისმა მთავარმა მეტოქე ბენი განცმა.

ახლა საკანონმდებლო ორგანომ, 21 დღის განმავლობაში მთავრობის ფორმირების მანდატი ქნესეთის 120 წევრიდან ერთ-ერთ კანონმდებელს უნდა გადასცეს, რომელსაც ექნება უნარი, უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვოს.

თუკი ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ისრაელს ახალი მთავრობა არ ეყოლება, განმეორებითი არჩევნები 90 დღის ვადაში დაინიშნება.