ისრაელის პრეზიდენტმა პარტია „ეშ ათიდის“ ხელმძღვანელს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა
ისრაელის პრეზიდენტმა პარტია „ეშ ათიდის“ ხელმძღვანელს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა

ისრაელის პრეზიდენტმა, რეუვენ რივლინმა პარტია „ეშ ათიდ“-ის ხელმძღვანელ იაირ ლაპიდს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა.

„პარლამენტში შესული პარტიებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, დღეს გადავწყვიტე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბების მანდატი დეპუტატ ლაპიდს გადავცე“, – განაცხადა რივლინმა.

პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების ვადა ამოეწურა. ნეთანიაჰუმ პარტია „იამინის“ ლიდერთან, ნაფტალი ბენეტთან ვერ შეძლო მოლაპარაკება.