ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირების მანდატი ბენი განცს ​მისცა
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირების მანდატი ბენი განცს ​მისცა

ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა მთავრობის ფორმირების მანდატი ცენტრისტული პარტიის „ლურჯის და თეთრის“ ლიდერს, ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ ბენი განცს მისცა.

ბენი განცმა მინისტრთა კაბინეტის ფორმირების მანდატი მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო და 21 ოქტომბერს პრეზიდენტს მანდატი დაუბრუნა. ეს ისრაელში 2009 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტოქეს ეძლევა.

17 სექტემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ხმების მოპოვება. ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 120-ადგილიან ქნესეთში 32 ადგილი მოიპოვა, ბენი განცისლურჯმა და თეთრმა“ კი – 33.

დატოვე კომენტარი