ისრაელის პრეზიდენტმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მმართველი იერუსალიმში მიიწვია
ისრაელის პრეზიდენტმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მმართველი იერუსალიმში მიიწვია

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მმართველი, ტახტის მემკვიდრე, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედი იერუსალიმში მიიწვია.

ამის შესახებ რივლინმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ვიმეოდვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის შეთანხმება ჩვენსა და რეგიონის ხალხებს შორის ნდობას დაამყარებს და გააძლიერებს, მოიტანს ეკონომიკურ სარგებელსა და რეგიონულ სტაბილურობას“, – წერს რივლინი.

ისრაელის პრეზიდენტმა არაბათა გაერთიანებული საამიროების ლიდერი ისრუსლამში მას შემდეგ მიიწვია, რაც გასულ კვირას ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.