ისრაელის პრეზიდენტი სადავო სასამართლო რეფორმის განხილვის შეჩერებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს
ისრაელის პრეზიდენტი სადავო სასამართლო რეფორმის განხილვის შეჩერებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი სადავო სასამართლო რეფორმის განხილვის შეჩერებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა რაც შეიძლება ფართო შეთანხმება, რომლის მიზანი იქნება ისრაელის გადარჩენა ღრმა კრიზისისგან.

„კანონის შეჩერება სწორია. ეს არის დრო, რომ დაიწყოს გულწრფელი, სერიოზული და პასუხისმგებლიანი დისკუსია, რომელიც სწრაფად დაამშვიდებს განწყობებს და ჩააქრობს ცეცხლს. ჩვენ უნდა გადავრჩეთ, როგორც ერთი სახელმწიფო – ებრაული და დემოკრატიული“, – წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გუშინ ისააკ ჰერცოგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.