ისრაელის პრეზიდენტი - ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტერორსა და იმედს შორის, მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ
ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტერორსა და იმედს შორის, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აშშ-ის დარტყმებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე.
„კაცობრიობის ისტორიაში ეს არის მომენტი, როდესაც თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების პრინციპებმა იზეიმა. გადამწყვეტი მომენტი ტერორის და ბოროტების ღერძსა და იმედის ღერძს შორის. მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ, მადლობა, აშშ. ეს ვაჟკაცური ნაბიჯი ემსახურება მთელი თავისუფალი მსოფლიოს უსაფრთხოებას და დაცულობას. ვიმედოვნებ, რომ ამას შედეგად მოჰყვება ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავალი და ხელი შეეწყობა ღაზაში დატყვევებული ჩვენი მძევლების სასწრაფო გათავისუფლებას“, – წერს ჰერცოგი სოციალურ ქსელ X-ში.
ამასთან, ისრაელის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბოლო საათებში ირანის სარაკეტო დარტყმებით გამოჩნდა, რომ ეს კამპანია ჯერ არ დასრულებულა.
„მომავალი დღეები, შესაძლოა, იყოს სენსიტიური, რთული და გამოწვევებით სავსე“ , – აღნიშნავს ის და ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს, გააგრძელონ ინსტრუქციების შესრულება, აჩვენონ პასუხისმგებლობა და სიმტკიცე, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.