ისრაელის პრეზიდენტი – არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს

12:45, 09.01.2024

არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ისრაელის პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქმის აღძვრისთვის გააკრიტიკა, რომლის მოსმენა 11 იანვარს დაიწყება.

ისააკ ჰერცოგმა ვაშინგტონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანამდე აშშ-ის სამთავრობო წყარომ განაცხადა, რომ ბლინკენი  ისრაელს ღაზაში ბრძოლების მასშტაბის დაუყოვნებლივ შემცირებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი