ისრაელის პრეზიდენტი არ ეთანხმება გაერო-ს ხელმძღვანელის განცხადებას „ჰამასზე“ და აცხადებს, რომ კონფლიქტის მთავარი საფუძველი ტერორია
ისრაელის პრეზიდენტი არ ეთანხმება გაერო-ს ხელმძღვანელის განცხადებას „ჰამასზე“ და აცხადებს, რომ კონფლიქტის მთავარი საფუძველი ტერორია

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი არ ეთანხმება გაერო-ს ხელმძღვანელის განცხადებას „ჰამასზე“ და ამბობს, რომ კონფლიქტის მთავარი საფუძველი ტერორია. ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ისრაელი იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, მათ შორის იმით, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ეუბნება, დატოვონ ჩრდილოეთი ღაზა.

„მე მოვისმინე გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის კომენტარები. გარკვეულწილად, მან მიანიშნა, თითქოს მთელი ამ ბოროტების წყარო დაკავშირებულია კონფლიქტთან. მე აბსოლუტურად უარვყოფ მის სიტყვებს, რადგან იყო ერთგვარი მინიშნება ან თუნდაც თანხმობა სისასტიკეზე, ტერორზე. ყველაზე თანდაყოლილი პრობლემა, რომელიც არღვევს სამშვიდობო პროცესს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის, დაკავშირებულია ტერორთან“, – განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.

24 ოქტომბერს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ „ჰამასის“ თავდასხმები არ მომხდარა ვაკუუმში, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება“. მოგვიანებით გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.