ისრაელის პრემიერი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ისრაელის პრემიერი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters-ს პრემიერის პრესსპიკერმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ნეთანიაჰუს კლინიკაში გადაყვანის მიზეზი ავადმყოფობის შემდეგ საჭირო კვლევებია.

„პრემიერ-მინისტრს მაღალი ტემპერატურა აქვს და ახველებს“, – განაცხადა სპიკერმა.

68 წლის ნეთანიაჰუს პირადი ექიმი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ორი კვირის წინანდელი ავადმყოფობის შემდეგ სრულად არ გამოჯანმრთელებულა და ეს გართულება სწორედ ამითაა გამოწვეული.