ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ კარანტინშია
ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ კარანტინშია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩევლები კარანტინში არიან. კარანტინის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ნეთანიაჰუს ერთ-ერთ მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა.

კერძოდ, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა ულტრაორთოდოქსულ საკითხებში პრემიერის მრჩეველ რივკა პალუჩს. მას კორონავირუსი სავარაუდოდ მეუღლისგან გადაედო, რომელიც ჰოსპიტალიზებულია.

აღსანიშნავია, რომ პალუჩი ნეთანიაჰუს 26 მარტს შეხვდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის ოფიცრის განცხადებით, მრჩეველსა და მთავრობის მეთაურს შორის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, დისტანცია დაცული იყო.

ისრაელის მედიის ცნობით, რივკა პალუჩი ასევე შეხვდა ქნესეთის რამდენიმე წევრს.

ისრაელში გამოვლენილია კორონავირუსის 4 347 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 134 ადამიანი, 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, 95 ინფიცირებულის მდგომარეობა სერიოზულია.