ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზის სექტორში მყოფ მებრძოლებზე იერიშის განკარგულება გასცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზის სექტორში მყოფ მებრძოლებზე იერიშის განკარგულება გასცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზის სექტორში მყოფ მებრძოლებზე იერიშის განკარგულება გასცა. ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.

„დღეს დილით გავეცი განკარგულება რომ ისრაელის არმიამ გააძლიეროს იერიში ღაზის სექტორში მყოფ ტერორისტულ ელემენტებზე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, მის ბრძანებით, ანკლავის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ტექნიკა განთავსდება. ადგილზე გაგზავნეს ჯავშანტექნიკა, არტილერია და ქვეითებიც.

მანამდე ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთით სატანკო ბრიგადას აგზავნიან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებში ჩაერთვება.

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში დღეს დილით მიიტანა, მას შემდეგ რაც ანკალვიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ასეულობით რაკეტა ისროლეს. ორივე მხარის იერიში დროს დაიღუპა ცხრა პალესტინელი და ერთი ისრაელელი.