ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ფაიზერთან“ და „მოდერნასთან“ კიდევ ერთი კონტრაქტი გააფორმა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ფაიზერთან“ და „მოდერნასთან“ კიდევ ერთი კონტრაქტი გააფორმა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კომპანიებთან – „ფაიზერთან“ და „მოდერნასთან“ კიდევ ერთი კონტრაქტი გააფორმა. ქვეყანა 2022 წელს ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი 2022 წელს „ფაიზერისგან“ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 18 მილიონ დოზას მიიღებს, „მოდერნასგან“ კი შვიდ მილიონს.

„ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ჩვენ საკმარისზე მეტი ვაქცინა გვექნება, მოზარდებისთვისაც და ბავშვებისთვისაც. ისრაელი კორონავირუსთან ბრძოლაში მოწინავე ხაზზე იქნება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.