ისრაელის პრემიერ-მინისტრის პარტია „ლიკუდი“ ახალ ლიდერს აირჩევს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის პარტია „ლიკუდი“ ახალ ლიდერს აირჩევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის პარტია „ლიკუდი“ ახალ ლიდერს აირჩევს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კანდიდატებს შორის პრაიმერი ექვს კვირაში გაიმართება.

პარტიისთვის ახალი ლიდერის შერჩევის საჭიროება, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებამ განაპირობა. ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობისთვის 22 ნოემბერს წაუყენა ბრალი.