ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობისთვის ბრალი წაუყენა
ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობისთვის ბრალი წაუყენა

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობისთვის ბრალი წაუყენა. საუბარია სამ სხვადასხვა საქმეზე.

ერთ-ერთი საქმე უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ჯგუფის „ბეზეკის“ ინტერესების ლობირებას ეხება. მეორე შემთხვევაში კი, ნეთანიაჰუ ძვირად ღირებული საჩუქრების აღებაშია ეჭვმიტანილი, რომელიც მას მდიდარმა ოლიგარქმა გაუგზავნა. მესამე შემთხვევაში, პრემიერს ბრალად ედება უმსხვილესი მედია ჯგუფის მფლობელთან გარიგების მცდელობა, რათა მის დაქვემდებარებაში არსებულ მედიას მთავრობის ქმედებები პოზიტიურ ჭრილში გაეშუქებინა. სანაცვლოდ კი, გამოძიების მიხედვით, პრემიერი მედია მაგნატს ისეთი კანონის მიღებას ჰპირდებოდა, რაც მის კონკურენტებს შესაძლებლობებს შეუზღუდავდა.

ბრალდებას უკვე გამოეხმაურა ბენიამინ ნეთანიაჰუ და პროკურორის ეს ნაბიჯი, მისი პრემიერობიდან ჩამოგდების მცდელობად შეაფასა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ყველა ბრალდებას უარყოფს.

დატოვე კომენტარი