ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მიერ 2 დეკემბერს გადაცემული ცხედარი დარჩენილი ორი მძევლიდან არცერთის ნეშტი არ არის
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მიერ 2 დეკემბერს გადაცემული ცხედარი დარჩენილი ორი მძევლიდან არცერთის ნეშტი არ არის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ორ დეკემბერს „ჰამასის“ მიერ გადაცემული ცხედარი დარჩენილი ორი მძევლიდან არცერთის ნეშტი არ არის.

მათივე ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდა ცნობილი.

„გუშინ ღაზის სექტორიდან შესამოწმებლად ჩამოტანილი აღმოჩენები არ უკავშირდება არცერთ გარდაცვლილ მძევალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დონალდ ტრაპის მიერ შეთავაზებული 20-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას მოიცავს, ისრაელმა და „ჰამასმა“ 9 ოქტომბერს მიიღეს. შეთანხმება მძევლებისა და ცხედრების გაცვლასაც ითვალისწინებს.

ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, „ჰამასმა“ კიდევ ორი მძევლის ცხედარი უნდა დააბრუნოს. ერთ-ერთი მათგანი – ისრაელელ პოლიციელს, რან გვილის, მეორე კი ტაილანდის მოქალაქეს, სუდტისაკ რინტალაკის ეკუთვნოდა.