ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიას დაავალა, ინტენსიურად შეუტიონ „ჰეზბოლას“ სამიზნეებს, სხვა დეტალები უცნობია.

მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა „ჰეზბოლას“ სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთში და ლიბანის სამხრეთში ისრაელის სახმელეთო ჯარებზე.

ისრაელმაც დღეს არაერთი დარტყმა განახორციელა ლიბანის სამხრეთში, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, „ჰეზბოლას“, სულ მცირე, ექვსი წევრი დაიღუპა.