ისრაელის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. მანამდე კი, ქვეყანას საგარეო საქმეთა მინისტრი იარის ლაპიდი უხელმძღვანელებს, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა როტაციული პრინციპით, არჩევიდან წელიწადნახევარში უნდა გადაებარებინა.

პარლამენტის დათხოვნის შესახებ ქნესეთში კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ლაპიდმა და ბენეტმა, კიდევ რამდენიმე სხვა პარტიასთან ერთად, კოალიციური მთავრობა ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბეს. კოალიცია მემარჯვენეების, ლიბერალებისა და მუსლიმ არაბთა პარტიებისგან შედგებოდა და მათ მნიშვნელოვან საკითხებში ბოლო პერიოდში უთანხმოება ჰქონდათ.

ვადამდელი არჩევნები რიგით მეხუთე იქნება ბოლო სამ წელიწადში და ის სავარაუდოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში გაიმართება.

დატოვე კომენტარი