ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შედგება რეგიონულ მოწინააღმდეგე ირანთან მზარდი დაძაბულობის, პალესტინელების მხრიდან საპროტესტო აქციების გამართვისა და ღაზას სექტორის დაბომბვების ფონზე.

მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შემდეგ შეერთებულ შტატებში ბენეტის პირველი საგარეო ვიზიტი დღეს დაიწყო და პირველ შეხვედრებს იგი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან გამართავს, ხოლო პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრა ხვალ გაიმართება.

როგორც ცნობილია, ბენეტ-ბაიდენის საუბრის უმთავრესი საკითხი ირანის ბირთვული პროგრამა იქნება.