ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარადგინა
Israeli prime minister Benjamin Netanyahu seen as he arrives for a court hearing at the District Court in Jerusalem on February 8, 2021, PM Netanyahu is on trial on criminal allegations of bribery, fraud and breach of trust. Photo by Reuven Kastro/POOL ***POOL PICTURE, EDITORIAL USE ONLY/NO SALES, PLEASE CREDIT THE PHOTOGRAPHER AS WRITTEN - REUVEN KASTRO/POOL***
იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
იერუსალიმის საოლქო სასამართლოში კორუფციის საქმეზე მტკიცებულებების წარდგენის ეტაპი დაიწყო. სხდომას ესწრება თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრიც.
სასამართლო პროცესის გახსნის შემდეგ, თავის მოხსენებაში პროკურორმა ლიატ ბენ-არიმ თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ძალაუფლება პირადი სურვილების ხელშეწყობისთვის გამოიყენა.
ნეთანიაჰუს საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ მთავრობის ხელმძღვანელი ცდილობდა, მედიასაშუალებას განსხვავებულად ემუშავა მისი პირადი საქმეების პოპულარიზაციის მიზნით.
პროკურორის განცხადების შემდეგ, ჩვენების მისაცემად წარდგა საინფორმაციო სააგენტო „ვალას“ ყოფილი გენერალური დირექტორი ილან იეშუა. ილან იეშუა საუბრობს გარემოებებზე, თუ როგორ ახდენდნენ ზემოქმედებას მედიასაშუალებაზე პრემიერ-მინისტრი და „ვალას“ მაკონტროლებელი სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბეზექის“ მფლობელები – შაულ და ირის ელოვიჩები, რათა ნეთანიაჰუს პოზიტიური გაშუქება უზრუნველეყო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ქრთამის, თაღლითობისა და ნდობის ბოროტად გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს.