ისრაელის პრემიერ-მინისტრი - ირანთან ბრძოლისთვის მზად ვართ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი - ირანთან ბრძოლისთვის მზად ვართ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ირანთან ბრძოლისთვის მზადაა. ამის შესახებ განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, „სჯობს აგრესორ ქვეყანას მანამდე დაუპირისპირდე, ვიდრე ის ზიანს მოგაყენებს“.

„ჩვენ მზად ვართ, შევაჩეროთ ირანის აგრესია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ბრძოლას ნიშნავს. სჯობს ახლა, ვიდრე გვიან. იმ ქვეყნებმა, რომლებიც დროულად არ იყვნენ მზად აგრესიაზე საპასუხო ქმედებებისთვის, შემდეგ უფრო დიდი საფასური გადაიხადეს. ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, მაგრამ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის მოთხოვნას და ირანთან 2015 წელს გაფორმებულ შეთანხმებაში შესწორებების შეტანას ითხოვს. ისრაელის მთავრობა ასევე შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში ირანელი სამხედროების დისლოცირების გამო. ნეთანიაჰუმ გასულ კვირას ირანს მსოფლიოს მოტყუებაში დასდოს ბრალი. ისრაელის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ირანი წლების განმავლობაში უმალავდა მსოფლიოს ბირთვული იარაღის პროგრამას.