ისრაელის პრემიერი - ირანმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა
ისრაელის პრემიერი - ირანმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფთალი ბენეტის განცხადებით, ირანმა ბირთვული პროგრამის განხორციელებისას ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ისრაელი არ მისცემს თეირანს უფლებას, ატომური იარაღი შექმნას.

ამის შესახებ განცხადება ნაფთალი ბენეტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ირანს სურს, „ბირთვული ქოლგის“ გამოყენებით ახლო აღმოსავლეთში დომინირება შეძლოს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, უფრო მეტი კონკრეტული ნაბიჯი გადადგას ირანის ბირთვული აქტივობების შესაჩერებლად.

„მხოლოდ სიტყვები ცენტრიფუგების მუშაობას ვერ შეაჩერებს. ირანმა ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა. ბირთვული ობიექტების ინსპექტირება შეჩერებულია. მათ ეს შერჩათ“, – განაცხადა ბენეტმა.