ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხუთშაბათს 4 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატი არ აკონკრეტებს, რა თემებზე ისაუბრებენ ბენიამინ ნეთანიაჰუ და ვლადიმირ პუტინი.

მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა ისრაელში დაგეგმილ არჩევნებამდე სამი დღით ადრე შედგება.

ამასთან, ორშაბათს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს. საუბრის მთავარი თემა კი, სირია იყო.