ისრაელის პრემიერ-მინისტრი - არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი - არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს

არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანაჰუმ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას გააკეთა.

„ირანს არასდროს უთქვამს უარი ბირთვული იარაღისა და მათ გადასატანად საჭირო რაკეტების შექმნაზე. არ დავუშვებ, რომ ირანს გაუჩნდეს ბირთვული შესაძლებლობები, რათა მან მიაღწიოს გენოციდურ მიზანს, გაანადგუროს ისრაელი“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნეთანიაჰუს ირანის ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ ისრაელის რადიოს ინფორმაციით, ირანში მდებარე ბირთვულ ობიექტზე ისრაელის სპეცსამსახურებმა კიბერიერიში მიიტანეს. თავის მხრივ, ნიუ „იორკ თაიმსი“ წერს, რომ ბირთვულ ობიექტზე მომხდარი დიდი აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ელექტროენერგიის გარე სისტემა. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაემუქრა.