ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებსაც თელ-ავივის ცენტრალური ავტომაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი
ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებსაც თელ-ავივის ცენტრალური ავტომაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი

ისრაელის პოლიციამ თელ-ავივში წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებსაც ქალაქის ცენტრალური ავტომაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი.

სადავო სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ თელ-ავივსა და იერუსალიმში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, პარალელურად, ასევე კონტრდემონსტრაციას მართავდნენ სასამართლო სისტემის მომხრე მემარჯვენეები, რის გამოც არსებობდა ორ მხარეს შორის დაპირისპირების საშიშროება.

გუშინ, სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის განხილვა პარლამენტის მომდევნო სესიისთვის გადაიდება.

მთავრობის მიერ ინიცირებულ სადავო სასამართლო რეფორმის გამო ისრაელის ქალაქებში მრავალათასიანი დემონსტრაციები ოთხი თვეა, იმართება. ინიცირებული რეფორმა, რომელიც ქნესეთმა პირველი მოსმენით თებერვალში მიიღო, უზღუდავს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედება. ასევე, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მთავრობის უფლებამოსილებას ზრდის.