ისრაელის პოლიცია ბენიამინ ნეთანიაჰუს უკვე მეთორმეტედ კითხავს

15:17, 05.10.2018

ისრაელის პოლიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უკვე მეთორმეტედ კითხავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AP ავრცელებს. ნეთაინაჰუ კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

AP-ის ინფორმაციით, გამომძიებლები უკვე მივიდნენ იერუსალიმში, ნეთანიაჰუს რეზიდენციაში. რეზიდენციის წინ კი დემონსტრანტები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნეთანიაჰუ დამნაშავეა და ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

მსგავსი