ისრაელის პარლამენტში პარტია „ლიკუდის“ წევრები ნაფტალი ბენეტს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ
ისრაელის პარლამენტში პარტია „ლიკუდის“ წევრები ნაფტალი ბენეტს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ

ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სავარაუდოდ, მომავალი აღმასრულებელი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ნაფტალი ბენეტს პარტია „ლიკუდისა“ და კიდევ რამდენიმე ფრაქციის წარმომადგენლები სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

ისინი ცდილობენ, ბენეტს ყოველ ჯერზე სიტყვა სხვადასხვა შეძახილებით შეაწყვეტინონ.

საპასუხოდ, ბენეტის განცხადებით, ბოლო წლებში ადგილობრივი საზოგადოება გაყოფილია, მაგრამ ამაყობს, რომ მზადაა ხალხი კვლავ გასაერთიანებლად და ბოიკოტირებას არცერთი პარტიის წინააღმდეგ აპირებს.

ისრაელის რიგით 36-ე მთავრობის მიერ ფიცის დადების ცერემონიალი დღეს საღამოსაა დაგეგმილი.

ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირების პროცესში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნაფტალი ბენეტი განიხილება. საგარეო საქმეთა მინისტრად იარი ლაპიდის, თავდაცვის მინისტრად ბენი განცის, იუსტიციის მინისტრად გიდეონ საარის, ფინანსთა მინისტრად ავიგდორ ლიბერმანის, ეკონომიკის მინისტრად ორნა ბარბივაის, შინაგან საქმეთა მინისტრად აიელეთ შაკედის კანდიდატურები განიხილება.

დატოვე კომენტარი