ისრაელის პარლამენტმა ტერორიზმში ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირა
ისრაელის პარლამენტმა ტერორიზმში ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირა

ისრაელის პარლამენტმა ტერორიზმში ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირა. ახალი რეგულაციის მიხედვით, ტერაქტის შემსრულებლის სიკვდილით დასჯისთვის საკმარისი იქნება ტრიბუნალის სამი მოსამართლიდან ორის თანხმობა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გაუქმება მხოლოდ ისრაელის უზენაესს სასამართლოს შეუძლია.

როგორც ქნესეთის ვებ გვერდზეა ნათქვამი, შესაბამის ცვლილებას მხარი 52 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 49.  ახალი კანონის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმება ან სასჯელის შემსუბუქება დაუშვებელი იქნება.


კანონპროექტს მხარს უჭერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ტერორისტები სამხედრო დამნაშავეები არიან. მისი თქმით, ტერაქტის შემსრულებლები „კანონის მთელი სიმკაცრით“ უნდა დაისაჯონ.


ევროკავშირმა სიკვდილით დასჯის შესახებ ქნესეთის მიერ მიღებული კანონის გამო ისარელი გაააკრიტიკა.


ამასთან, როგორც „ფრანს პრესი“ წერს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სიკვდილით ჯერ არავინ დაუსჯიათ. ისრაელის ისტორიაში სასჯელის უმაღლესი ზომა სულ ორჯერ გამოიყენეს.