ისრაელის პარლამენტი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიის სასარგებლოდ არასავალდებულო კანონპროექტს უყრის კენჭს
ისრაელის პარლამენტი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიის სასარგებლოდ არასავალდებულო კანონპროექტს უყრის კენჭს და, სავარაუდოდ, დაამტკიცებს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
წინადადებას ულტრამემარჯვენე „რელიგიური სიონიზმის“ პარტიის წევრი სიმჩა როტმანი, პარტია „ლიკუდის“ წევრი დენ ილუზი და ასევე მემარჯვენე ოპოზიციური პარტიის, „ისრაელ ბეიტენუს“ წევრი ოდედ ფორერი წარადგენენ.
ისრაელის მედიის თანახმად, დღის წესრიგში შეტანილ წინადადებებს პრაქტიკული შედეგები არ მოჰყვება და გავლენას არ მოახდენს დასავლეთ ნაპირის სამართლებრივ სტატუსზე.
ისრაელის იუსტიციის მინისტრმა, იარივ ლევინმა და კომუნიკაციების მინისტრმა, შლომო კარჰიმ განაცხადეს, რომ ისინი წინადადებას მხარს დაუჭერენ.