ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, იოავ გალანტმა გოლანის მაღლობზე თავდასხმის შემდეგ ლოიდ ოსტინს განუცხადა, რომ ისრაელი „ჰეზბოლას“ პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს
ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, იოავ გალანტმა გოლანის მაღლობზე თავდასხმის შემდეგ ლოიდ ოსტინს განუცხადა, რომ ისრაელი „ჰეზბოლას“ პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შემდეგ ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს განუცხადა, რომ ისრაელი „ჰეზბოლას“ პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. ინფორმაციას „სიენენი“ ისრაელის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გალანტი ლოიდ ოსტინს ესაბრა და გაუზიარა მტკიცებულებები, რომლებიც, ისრაელის მხარის თქმით, „ჰეზბოლას“ პასუხისმეგბლობის საკითხს ავლენს განხორციელებულ თავდასხმაში.

„მინისტრმა გალანტმა გამოხატა მადლიერება მდივან ოსტინისა და აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ მათი მკაფიო პოზიციისთვის „ჰეზბოლას“ თავდასხმაზე და ისრაელის უსაფრთხოებისადმი მათი მუდმივი ერთგულებისთვის“, – აღნიშნულია ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

გოლანის მაღლობის ჩრდილოეთ ნაწილზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 12-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.