ისრაელის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 13 ივნისის შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა და ასობით დრონი გაუშვა, დაღუპულია 24 და დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი
ისრაელის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 13 ივნისის შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა და ასობით დრონი გაუშვა, დაღუპულია 24 და დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი

ისრაელის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირანმა, 13 ივნისიდან მოყოლებული, ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა და ასობით დრონი გაუშვა.

დარტყმები ქვეყნის 40 სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდა და 19 000-მდე განცხადება მიიღეს ინფრასტრუქტურული ზიანის შესახებ.

როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, დაღუპულია 24 და დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი, 3 800-ზე მეტი პირი კი ევაკუირებულია.